2. პროექტის მთავარი იდეა:: ქართლის გეოგრაფიული მდებარეობა, კულტურა და ისტორია.
3. პროექტის აქტუალურობა; მოსწავლეები ღრმად სწავლობენ ქართლის ისტორიას, ,კულტურას და ეცნობიან ღირსშესანიშნავ ადგილებს.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან საქართველოს ერთ-ერთი ულამაზესი მხარის ქართლის ისტორიას,მოიპოვებენ ამ მხარის შესახებ თქმულებებს, იკვლევენ დემოგრაფიულ მონაცემებს და ადარებენ სხვა კუთხეებს. მოსწავლეები ადგენენ ქართლის როლს საქართველოს ეკონომიკაში,მოიძიებენ მასალებს ლიტერატურიდან, ხელოვნებიდან, ფოლკლორიდან. პროექტზე მუშაობისას მოახდენენ სხვადასხვა კვლევა -ძიებას, მოაწყობენ ექსკურსიებს ამ მხარეში, უფრო ღრმად შეისწავლიან ამ მხარის ისტორიას,გადაიღებენ ფოტო-სურათებს, ვიდეო მასალებს, შექმნიან ნახატებს,გააკეთებენ ჩანაწერებს, ესეებს, მეცნიერულ სტატიებს დადებენ.ამ მხარის შესახებ. ეს პროექტი ამოქმედდება 2013 წლის აპრილიდან და მასში მონაწილეობას მიიგებენ მოსწავლეები და მასწავლებლები.
5. მონაწილეთა ასაკი: 12-17 \ VI-XI
6. ვადები/ხანგრძლივობა: 2013 წლის აპრილიდან 2013 წლის ივნისი.
7. მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: შეიქმნება ბლოგი ამ პროექტის შესახებ, სადაც განთავსდება მოსწავლეების ნამუშევრები.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: სახელმძგვანელოები, კომპიუტერი( ინტერნეტი),პროექტორი, რუკები,ფოტო აპარატი.პლაკატები.
9. პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები): ქართლის ისტორიის, კულტურის, ტრადიციების, სამკურნალო კურორტების,გეოგრაფიის შესახებ ინფორმაციის მოძიება,ექსკურსიების მოწყობა ქართლში, ელექტრონული ჟურნალის შექმნა,სლაიდების მომზადება,საკუთარი ნახატების და ფოტო-სურათების გამოფენა,.
10. საგნებთან/ საგნობრივ ჯგუფებთან//ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები გაიღრმავებენ ცოდნას შემდეგ საგნებში: ისტორია, გეოგრაფია, ხელოვნება, ლიტერატურა, ხატვა, მუსიკა. განივითარებენ ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან ურთიერთობის უნარ-ჩვევებს(ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა.
11. პროექტის ხელმძღვანელი: ნინო მაჩიტიძე.
12. ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: ninomachitidze5@gmail.com13. პროექტის ვებ-გვერდი: http://ninomachitidze5.blogspot.com/